Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ჟენევაში მოლაპარაკებებს წარმატებულს უწოდეს


ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, „უთანხმოების გამომწვევ ყველა პუნქტზე შეთანხმებით“ დასრულდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება, რომელიც ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა სახელმწიფომ გამართეს. ირანის ტელევიზია ამ ინფორმაციას ავრცელებს ირანის მთავარი მომლაპარაკებლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის აბას არაქჩის განცხადებაზე დაყრდნობით. არაქჩის თქმით, „საბოლოო გადაწყვეტილებას მოლაპარაკების მონაწილე ქვეყნების დედაქალაქებში მიიღებენ“. არაქჩი ჟენევაში შეხვდა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის მოადგილე ჰელგა შმიდს. ირანელი დიპლომატი აცხადებს, რომ აღარ არის დაგეგმილი შეხვედრა ექსპერტების დონეზე და ჟენევის მოლაპარაკების მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განცხადებას გააკეთებენ.
XS
SM
MD
LG