Accessibility links

logo-print

მსოფლიო ლიდერები პატივს მიაგებენ არიელ შარონის ხსოვნას


მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა სამძიმარი გაუგზავნეს ისრაელის პოლიტიკურ ლიდერებსა და ისრაელ ხალხს არიელ შარონის გარდაცვალების გამო. იუწყებიან, რომ ისრაელში ჩადის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც მსოფლიოს სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირების მსგავსად დაესწრება არიელ შარონის დაკრძალვას. გავრცელებული ცნობებითმ, შარონს ორშაბათს საგვარეულო სასაფლაოზე ნეგევის უდაბნოში დაკრძალავენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შარონს ისრაელის სახელმწიფო „დაუღალავი ქომაგი უწოდა“, ხოლო გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა შარონი დაახასიათა, როგორც „ისრაელის პატრიოტი“ უწოდა. თუმცა, პალესტინის ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ შარონს „დამნაშავე“ უწოდა და განაცხადა, რომ მიესალმება მის სიკვდილს.
XS
SM
MD
LG