Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არიელ შარონის ცხედარი იერუსალიმში, კნესეტშია დასვენებული


მგლოვიარე ადამიანები უკანასკნელ პატივს მიაგებენ ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს, რომლის ცხედარიც იერუსალიმში, ქვეყნის პარლამენტის კნესეტშია დასვენებული. შარონს „მეომარი და მამაცი მეთაური“ უწოდა სატელევიზო მიმართვაში ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა კი - უშიშარი ადამიანი. „არიელ შარონი იყო ისრაელის სახელმწიფოს დიდი არქიტექტორი და გუშაგი. მან გარდატეხა შეიტანა იან კიპურის სახიფათო ომის მსვლელობაში და მიაღწია გასაოცარ გამარჯვებას, რამაც ეგვიპტესთან მშვიდობის დამყარებას გაუხსნა გზა. მან არ იცოდა რა იყო შიში, მან მიიღო რთული გადაწყვეტილება და მამაცურად აღასრულა იგი. მას ეთაყვანებოდნენ სამშობლოში და პატივს სცემდნენ ქვეყნის გარეთ,“- განაცხადა შიმონ პერესმა. ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 85 წლის არიელ შარონი, რომელიც თითქმის 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდა კომაში, პარასკევს გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG