Accessibility links

logo-print

ერაყის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას ალ ყაიდის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდა


ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ მალიქიმ მოსახლეობას გაერთიანებისა და ალ ყაიდის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდა. ბაღდადში შაბათს გამართულ ხალხმრავალ მიტინგზე სიტყვით გამოსვლის დროს მალიქიმ გამორიცხა რაიმე სახის რელიგიური დაპირისპირება სუნიტების უმრავლესობით დასახლებულ ანბარის პროვინციაში, სადაც ქალაქებში რამადისა და ფალუჯაში გასულ კვირაში ალ ყაიდის ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა კონტროლი დაამყარეს. კვირის ბოლოს სამთავრობო ჯარებმა და მათმა მომხრე პარტიზანულმა შენაერთებმა აღადგინეს კონტროლი პროვინციის დიდი ნაწილზე. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, შაბათს ფალუჯაში სიმშვიდე იყო. 28 დეკემბრიდან მოყოლებული, რაც ერაყის მთავრობამ პატიმრობაში აიყვანა რადიკალურად განწყობილი სუნიტი პოლიტიკოსი და ძალის გამოყენებით დაშალა სუნიტების საპროტესტო ბანაკი, ანბარის პროვინციაში დაწყებული შეტაკებების დროს რამადისა და ფალუჯაში 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG