Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებაშეჩერულმა თბილისის მერმა საქართველო რამდენიმე დღით დატოვა


უფლებაშეჩერებულმა თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელსაც პროკურატურა მნიშვნელოვანი სახელმწიფო სახსრების პარტიული ნიშნით გაფლანგვას ედავება, 9 იანვარს ქვეყანა რამდენიმე დღით დატოვა. საქართველოს მთავარი პროკურატურა უგულავას მხრიდან, ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმირებული არ აღმოჩდა. თუმცა, პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქართველოს დატოვების უფლება ბრალდებულ უგულავას შეზღუდული არ აქვს. პროკურატურამ 18 დეკემბერს თბილისის მერს წარუდგინა საბიუჯეტო თანხების პარტიული მიზნებით გამოყენების ბრალდება და თბილისის მერისთვის აღკვეთის ზომად წინასწარი პატიმრობა და უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა. ორი შუამდგომლობიდან სასამართლომ ერთი დააკმაყოფილა, უგულავა მერის თანამდებობიდან დროებით გადააყენა, წინასწარი პატიმრობის ნაცლად კი 50 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. გიგი უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს და აბსურდულს უწოდა. უგულავა კვირას დაბრუნდა საქართველოში და როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, აპირებს დაესწროს 15 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს.
XS
SM
MD
LG