Accessibility links

კიევში მრავალრიცხოვანი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა


ათობით ათასობით ადამიანმა გააპროტესტა კიევის ცენტში პარასკევს მომხდარი ძალადობა, რომლის დროსაც ათობით ადამიანი, მათ შორის ოპოზიციაში მყოფი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იული ლუცენკო დაშავდა. ლუცენკო, რომელსაც თავის არეში მძიმე დაბეჟილობა აღენიშნებოდა, რეანიმაციული განყოფილებიდან შაბათს ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ოპოზიციონერის ცემი ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თუმცა, გამოძიება წარმოებს პოლიციის მიმართ ძალადობის ფაქტზეც. უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „უდარის“ ხელმძღვანელი ვიტალი კლიჩკო მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს, რათა სანქციები დაუწესონ უკრაინის მთავრობის წევრებს. აღნიშნული განცხადება კლიჩკომ შაბათს მას შემდეგ გაავრცელა, რაც წინა დღით, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის „ბერკუტის“ წევრებმა სასტიკად სცემს ოპოზიციაში მყოფი ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იური ლუცენკო.
XS
SM
MD
LG