Accessibility links

logo-print

20 იანვარს დაიწყება ირანთან მიღწეული შეთანხმების განხორციელება


ირანმა და მსოფლიო ლიდერებმა გადაწყვიტეს 20 იანვარს დაიწყონ გასულ წელს მიღწეული შეთანხმების შესრულება. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა განაცხადა, რომ მხარეები ახლა ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიმართავენ შეთანხმების განხორციელების დადასტურებისთვის. ევროკავშირისა და ირანის მაღალჩინოსნები 9 და 10 იანვარს ჟენევაში მართავდნენ მოლაპარაკებებს 2013 წლის ნოემბრის შეთანხმების განხორციელების დეტალებზე. შეთანხმების მიხედვით, ირანმა უნდა შეზღუდოს ბირთვული პროგრამები, რის სანაცვლოდაც დასავლეთი მის წინააღმდეგ სანქციების ნაწილს გააუქმებს. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიესალმა მოვლენების ასეთ განვითარებას და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ვეტოს დაადებს ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გაითვალისწინებს. შუალედური შეთანხმება წინ უძღვის მრავალმხრივ შეთანხმებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თვლის, რომ ირანთან მოლაპარაკებების შემდგომი ეტაპი „ძალიან რთული“ იქნება, თუმცა საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრის საუკეთესო შესაძლებლობაა.
XS
SM
MD
LG