Accessibility links

არიელ შარონს დღეს დაკრძალავენ


ისრაელში დღეს არიალ შარონს დაკრძალავენ. ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკრძალვაზე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები და დიპლომატები იკრიბებიან. არიელ შარონს ისრაელის სამხრეთში მდებარე მისი ოჯახის კუთვნილ რანჩოზე, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. პროცესია ისრაელის პარლამენტის შენობიდან დაიწყება, შემდეგ შეჩერდება სამხედრო მემორიალთან, იერუსალიმის დასავლეთში, სადაც არიელ შარონი 1948 წელს დაიჭრა. დაკრძალვაზე ათასობით ადამიანს მოელიან, რის გამოც ისრაელის უშიშროებისა და საჰაერო ძალები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს. შარონის რანჩო ღაზას ესაზღვრება. არიელ შარონი 11 იანვარს გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG