Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები


საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები მიკაელ აასტრუპ იენსენი და ბორის ცილევიჩსი. საპარლამენტო ასამბლეის პრესრელიზის თანახმად, თანამომხსენებლები განიხილავენ არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს, საკონსტიტუციო და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებს, საქართველოს მთავრობის მრჩევლის, თომას ჰამარბერგის ანგარიშსა და უმცირესობათა საკითხებს. ამჟამად თბილისში მიმდინარეობს იენსენის და ცილევიჩსის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG