Accessibility links

logo-print

პროკურატურამ ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას ახალი ბრალდება წარუდგინა


საქართველოს პროკურატურამ ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას ახალი ბრალდება წარუდგინა პატიმრების წამების საქმეზე. პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება პერიოდს, როცა ახალაია სასჯელაღსულების დეპარტამენტის უფროსი იყო, ქარდავა კი მე-7 საპატიმროს დირექტორი. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულების სახით ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას პასუხისგებაში მიცემა უკავშირდება 2006 წელს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრების წამებას. ქარდავას, რომელიც ამჟამად იმალება, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სისხლის სამართლის საქმე 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG