Accessibility links

logo-print

ახალაია: ახალი ბრალდება არის "არაკომპეტენტური ხელისუფლების უნიჭოდ დადგმული მასკარადის გაგრძელება“


თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, მისთვის ახალი ბრალის წარდგენას უწოდა "არაკომპეტენტური ხელისუფლების უნიჭოდ დადგმული მასკარადის გაგრძელება.“ Facebook-ით გავრცელებულ განცხადებაში ახალაია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიმკვიდრა არა საქმის მკეთებელი და ქვეყანაზე მზრუნველი გუნდის, არამედ არაკვალიფიციური, ისტერიული, მატყუარა და ჯაშუშების მფარველ ადამიანთა ჯგუფის სახელი. ახალაია აცხადებს, რომ განაგრძობს პოლიტიკურ-სამართლებრივ ბრძოლას, რათა საზოგადოებას დაანახვოს "ქართული ოცნების" ანტისახელმწიფოებრივი ზრახვები.
XS
SM
MD
LG