Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არიელ შარონი დაკრძალეს თავის საოჯახო ფერმაზე


ისრაელის ყოფილი პრემირ-მინისტრი, ალიერ შარონი დღეს დაკრძალეს მისი ოჯახის კუთვნილ ფერმაზე, ისრაელის სამხრეთში, ღაზიდან ათ კილომეტრში. მანამდე, ისრაელის პარლამენტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიაში, რომელზეც პატივი მიაგეს შარონს, 21 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შარონი შაბათს, 11 იანვარს გარდაიცვალა 85 წლის ასაკში რვაწლიანი კომის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა ინესულტი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა, შარონს კუბოსთან მგომმა განაცხადა, რომ შარონი ისრაელის ისახელმწიფოს უსაფრთხოების და გადარჩენის „გზის მაჩვენებელი ვარსკვლავი“ იყო. ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა განაცხადა, რომ შარონი დაუღალავად იღწვოდა ისრაელის დაცვისთვის. პრემიერმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ თქვა, რომ შარონის განუმეორებელი წვლილი ისრაელის უსაფრთხოებაში ისრაელის ხალხის ისტორიაში „ღრმად დარჩება ამოტვიფრული“.
XS
SM
MD
LG