Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეებს გაცვლაზე იმსჯელეს


აშშ-მა და რუსეთმა იმსჯელეს სირიაში ცეცხლის შეწყვეტის ორგანიზების შესაძლებლობაზე. ამ საკითხს მხარეების სამშვიდობო მოლაპარაკებებზე განიხილავენ მომავალ კვირაში, ჟენევაში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან , სერგეი ლავროვთან პარიზში შეხვედრს შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება ლოკალიზებული იყოს ქალაქ ალეპოში. ლავროვმა და კერიმ იმედი გამოთქვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტას შეიძლება მიაღწიონ ჟენევაში, სადაც ასევე იგეგმება შეთანხმება ტყვეების გაცვლაზე და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე. თუმცა ლავროვის თქმით, ეს მოლაპარაკების წინა პირობა არ იქნება. ლავროვმა ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი ემხრობა ჟენევის მოლაპარაკებაში ირანის მონაწილეობას. კერი თვლის, რომ თეირანს შეუძლია ჩაერთოს მოლაპარაკებაში, თუ დათანხმდება მიზანს, რომ უნდა შეიქმნას გარდამავალი მთავრობა.
XS
SM
MD
LG