Accessibility links

logo-print

ავღანეთის მთავრობამ სპილენძის მოპოვების ლიცენზია გასცა


ავღანეთის მთავრობამ ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე სპლენძის დიდი საბადოს ათვისების ლიცენზია გადასცა ავღანეთის ოქროს და მინერალების კომპანიას. 500 კვადრატული კილომეტრის სიდიდის არეალში, ბალხაბში, სავარაუდოდ, 100 მილიონი ტონა სპილენძისა და მის შენაერთების მოპოვება შეიძლება. ოელიან, რომ ლითონის მოპოვება წელიწადნახევარში დაიწყება. კომპანია, რომელსაც ერთობლივი საწარმო აქვს თურქულ ფირმასთან, ასევე გამარჯვებულია ბადახშანში ოქროს მოპოვების ლიცენზიის ტენდერში. ფირმა უკვე ამუშავებს ოქროს საბადოს ბაღლანის პროვინციაში.
XS
SM
MD
LG