Accessibility links

ყაზახეთის პრეზიდენტის შვილს ველური მარიხუანის პლანტაციის ათვისება სურს


დარიღა ნაზარბაევამ, ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის უფროსმა ქალიშვილმა, გამოთქვა წინადადება, მოხდეს სამხრეთ ყაზახეთში ველურად მზარდი მარიხუანის ფარმაკოლოგიურ მრეწველობაში გამოყენება. პარლამნეტში გამოსვლისას, ნაზარბაევამ, რომელიც დეპუტატის მანდატის მფლობელია, განაცხადა, რომ დიდი სახსრები დაიხარჯა გასულ წლებში შუს ველზე მარიხუანის მოსპობის მიზნით. (ველს ერთმანეთში ინაწილებენ ყაზახეთი და ყირგიზეთი). ნაზარბაევას თქმით, ველური მარიხუანა სწრაფად იზრდება მიუხედავად მოსპობის მცდელობისა. პრაქტიკული იქნებოდა, ფიქრობს დეპუტატი, საერთაშორისო ფარმაკოლოგიურ ფირმებს აეთვისებინათ ველური აპლანტაციები. ეს ვითარების მოგვარებას, სამუშაო ადგილების გაჩენას და შემოსავლის ზრდას შეუწყობდა ხელს, მოელის ნაზარბაევა, რომლის გამოსვლა მოჰყვა ყირგიზეთის ცნობილი ნარკოლოგის, იენიშბეკ ნაზარალიევის ინიციატივას, მოხდეს მარიხუანის ლეგალიზება, რათა შუს ველის პროდუქცია გაკონტროლდეს.
XS
SM
MD
LG