Accessibility links

logo-print

უკრაინის კულტურის სამინისტრო ზეწოლას ახორციელებს ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიაზე


უკრაინის კულტურის სამინისტრომ გააფრთხილა უკრაინის ბერძნული-კათოლიკური ეკლესია, რომ უჩივლებს, თუ მისი მღვდლები გააგრძელებენ პროევროპული ძალების დემონსტრაციებში მონაწილეობას. ორშაბათის წერილში სამინისტრო ბერძნული-კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლების მონაწილეობას ანტისამთავრობო გამოსვლებში დამოუკიდებლობის მოედანზე უწოდებს „აღმსარებლობის თავისუფლების და რელიგიურ თავყრილობის“ კანონის დარღვევას. ამას, სამინისტრს წერილის ავტორპების თანახმად, შეიძლება მოჰყვეს ეკლესიის საქმიანობის გაუქმება და სისხლის სამართლის ბრალდება. ამ ეკლესიის მამამთავარმა, სვიატოსლავ შევჩუკმა კიევში განაცხადა ორშაბას, რომ მისი ეკლესია მრევლს ვერ განუდგება, რამდენადაც ადამიანის უფლებები და საზოგადოებრივი მორალის პრინციპები, ღვთის კანონში იღებს სათავეს. თითქმის 46 მილიონიან უკრაინაში ოთხ მილიონზე მეტი უკრაინის ბერძნული-კათოლიკური ეკლესიის მიმდევრები არიან.
XS
SM
MD
LG