Accessibility links

logo-print

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად რონალდუ დასახელდა


მსოფლიოში 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს პორტუგალიელი სპორტსმენი, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ. ციურიხში გამართულ ცერემონიაზე, მას გადაეცა ფიფას "ოქროს ბურთი". რონალდუს უკვე მეორედ ერგო ეს ჯილდო, პირველად მისი 2008 წელს მოპოვების შემდეგ. პორტუგალიელი ვარსკვლავის კონკურენტები იყვნენ არგენტინელი ლიონელ მესი და ფრანგი ფრანკ რიბერი. ამავე ცერემონიაზე, გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი.
XS
SM
MD
LG