Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: „საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ საგარეო პრიორიტეტები უცვლელი დატოვა“


საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ საგარეო პრიორიტეტები უცვლელი დატოვა, - ამის შესახებ ტალინში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა ევროპულ სახლში გამართულ საჯარო ლექციაზე, რომელსაც ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დეპუტატები და სტუდენტები ესწრებოდნენ. უსუფაშვილმა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. "ხელისუფლების ცვლილებამ საგარეო პრიორიტეტები უცვლელად დატოვა, უფრო მეტიც, გაუმჯობესდა თანამშრომლობის ხარისხი და კიდევ უფრო გაღრმავდა ევროპული სტანდარტების მიმართულებით", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG