Accessibility links

logo-print

რუსეთმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ვიზაზე უარი უთხრა


რუსეთის ხელისუფლებამ, როგორც არასასურველ პირს, ვიზაზე უარი უთხრა ამერიკელ ჟურნალისტსა და რადიო თავისუფლების მრჩეველს დევიდ სატერს. როგორც რადიო თავისუფლების მრჩეველი, დევიდ სატერი, 20013 წლის სექტემბრიდან ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში, წერს რეპორტაჟებს, აქვეყნებს კომენტარებს რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსხურისათვის, იძლევა ინტერვიუებსა და რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე აკეთებს ანალიზს სახვადასხვა მედია საშუალებებისათვის. დეკემბერში მას თავდაპირველად აცნობეს, რომ მისი მოთხოვნა ვიზაზე დაკმაყოფილდა და საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან გაიცა შესაბამისი ნომერიც. თუმცა, ამ ნომრის კიევში, რუსეთის საელჩოში წარდგენის შემდეგ ამ დღეებში დევიდ სატერს აცნობეს, რომ ვიზაზე უარი ეთქვა, როგორც „არასასურველად“ პირს. როგორც რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტი კევინ კლოსის განცხადებაში ნათქვამი, მოსკოვში აშშ-ის საელჩოს, რომელმაც სატერის თაობაზე ოფიციალური ნოტა გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის დაპლომატიური უწყებიდან ოფიციალური განმარტება ჯერ არ მიუღია. კევინ კლოსი მიიჩნევს, რომ დევიდ სატერის მიმართ ტერმინ „არასასურველის“ გამოყენება, მის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებას ნიშნავს.
XS
SM
MD
LG