Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ დევიდ სატერმა „უხეშად დაარღვია“ სავიზო პროცედურა


რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რადიო თავისუფლების მრჩეველმა და ჟურნალისტმა დავიდ სატერმა „უხეშად დაარღია“ რუსეთში შესვლის სავიზო პროცედურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, სატერი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ვიზის მისაღებად ნაცვლად გასული წლის 21 ნოემბრისა, ხუთი დღის დაგვიანებით, 26 ნოემბერს გამოცხადდა. უწყების საიტის თანახმად სატერს რუსეთში შესვლა ხუთი წლით აეკრძალა. დევიდ სატერი, როგორც რადიო თავისუფლების მრჩეველი 20013 წლის სექტემბრიდან ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში, წერს რეპორტაჟებს, აქვეყნებს კომენტარებს რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსხურისათვის, რუსეთის იძლევა ინტერვიუებსა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე აკეთებს ანალიზს სახვადასხვა მედიასაშუალებებისათვის. როგორც რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტი კევინ კლოსის განცხადებაში ნათქვამი, მოსკოვში აშშ-ის საელჩოს, სატერის თაობაზე ოფიციალური ნოტა გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
XS
SM
MD
LG