Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში საკონსტიტუციო რეფერენდუმი ტარდება


ეგვიპტის მასშტაბით დაიწყო ორდღიანი რეფერენდუმი ახალ კონსტიტუციაზე, რაც პირველი არჩევნებია ქვეყანაში ისლამისტი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის მმართველობის დამხობის შემდეგ. კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელიც დიდწილად სეკულარულმა კომისიამ შეიმუშავა, არ შეიცავს ისლამიზმის ხსენებას, რაც 2012 წელს მორსის ინიციატივით მიღებული კონსტიტუციის ყველაზე სადო პუნქტი იყო. კონსტიტუციის ახალი ვარიანტის მომხრეები აცხადებენ, რომ ქვეყნის მთავარი კანონში გარანტირებულია ინდივიდუალური და რელიგიური თავისუფლებების და ქალთა უფლებების დაცვა. კრიტიკოსები კი ხაზს უსვამენ, რომ კონსტიტუცია პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ქვეყნის სამხედრო წრეებს. საკონსტიტუციო რეფერენდუმი მთავარი ელემენტია ეგვიპტის მთავრობის იმ გარდამავალი პროგრამისა, რაც მოჰამედ მორსის დამხობის შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG