Accessibility links

logo-print

„ფუსი რაიოტის“ წევრები ქალთა ციხეში გაემგზავრნენ


ცოტა ხნის წინ საპატიმროდან განთავისუფლებული რუსულ პანკ ჯგუფ „ფუსი რაიოტის“ წევრები ნადეჟდა ტოლკონიკოვა და მარია ალიოხინა ნიჟნი ნოვგოროდის ის ქალთა საპატიმროში გაემგზავრნენ, სადაც თავად იხდიდნენ სასჯელს ხულიგნობის ბრალდებით. ტოლოკონიკოვა და ალიოხინა აპირებენ შეხვდნენ იმ ქალ პატიმრებს, რომლებსაც დამამცირებლად ეპყრობიან. ჯგუფ „ფუსი რაიოტის“ წევრებს 2012 წელს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯათ. ისინი დეკემბერის ბოლოს საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდნენ.
XS
SM
MD
LG