Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტკოვსკაიას საქმეზე ახალი ნაფიც მსაჯულთა კოლეგია დაინიშნება


მოელიან, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლოში დღეს შეირჩევა ნაფიც მსაჯულთა კოლეგია, რომელსაც „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმის განხილვა მოუწევს. ეს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე სასამართლოში მესამედ განიხილება. 2009 წელს ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ბრალდებულები, თუმცა, მალევე საქმე კვლავ დაბრუნდა ძიებაში. გასული წლის ნოემბერში კი ხანგრძლივი უშედეგო განხილვებისა და სხდომების შემდეგ მოსამართლემ დაითხოვა ნაფიც მსაჯულთა კოლეგია. წუხელ ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატის მურად მუსაევის სახლში ჩატარდა ჩხრეკა სისხლის სამართლის საქმეზე, რაც მოწმეთა მოსყიდვასა და ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლის მუხლით აღიძრა. ჟურნალისტი და უფლებათადამცველი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ნოემბერს საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოკლდეს.
XS
SM
MD
LG