Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 თებერვლიდან დაიწყება მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი


საქართველოში 1 თებერვლიდან დაიწყება და აგვისტოში დასრულდება მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის წლევანდელი პროექტი. თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ განაცხადა, რომ პროექტით, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 90 მილიონი ლარია, 800 ათასამდე გლეხი და ფერმერი ისარგებლებს. ფიფიას განმარტებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაითვალისწინა შარშანდელი გამოცდილება, კერძოდ, ის, რომ პროექტით მოქალაქეთა ნაწილმა ვერ ისარგებლა. მათ შორის იყვნენ თბილისსა და ბათუმთან შეერთებული სოფლების მცხოვრებნი. მინისტრის განცხადებით, წელს დახმარებას მიიღებს მიწის ყველა მესაკუთრე, რომელსაც 1,25 ჰექტარი, ან ნაკლები აქვს. მათ მიწის დამუშავებაში დაეხმარება 117 კონტრაქტორი კომპანია. შალვა ფიფიას განცხადებითვე, წელს სიახლე იქნება პლასტიკური აგრობარათიც, რომლითაც გლეხები და ფერმერები მათთვის სასურველ ნედლეულს შეიძენენ.
XS
SM
MD
LG