Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა უარყო როჰანის განცხადება დასავლეთის „დანებების“ შესახებ


თეთრმა სახლმა უარყო ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის განცხადება, რომელშიც მან ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული გარდამავლი შეთანხმება შეაფასა, როგორც თავისი ქვეყნის გამარჯვება. როჰანიმ პროვინცია ხუზესთანში თქვა, რომ გარდამავალი შეთანხმება ირანის მოთხოვნების წინაშე წამყვანი ქვეყნების დანებებაა. ჟენევის შეთანხმება, როჰანის აზრით, ირანის ბირთვული უფლებების აღიარება და მკაცრი სანქციების დამარცხებაა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ არ არის მოულოდნელი, როცა ირანელები ამ შეთანხმებას ქვეყნის შიგნით გარკვეული ფორმით იყენებენო. კარნის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ ისინი, მთავარია, რას აკეთებენო. ჟენევის მორიგებით, ირანმა უარი თქვა თავისი ბირთვული პროგრამის ზოგიერთ ელემენტზე დასავლეთის მიერ მის მიერ დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG