Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნიუ იორკ ტაიმსი" აქვეყნებს სტატიას უშიშროების სააგენტოს სათვალთვალო ტექნოლოგიაზე


„ნიუ იორკ ტაიმსი“ იუწყება, რომ აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტომ (NSA) მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ასი ათას კომპიუტერზე ფარულად დააყენა პროგრამა, რითაც ამ კომპიუტერების მომხმარებლებზე თვალყურის დევნებისა და შესაძლო კიბერშეტევებისთვის კომპიუტერებზე წვდომის საშუალება მიეცა. უშიშროების სააგენტოს დაკუმენტებსა და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, „ნიუ იორკ“ ტაიმსი, წერს, რომ პროგრამების უმრავლესობა ქსელური კომუნიკაციის დახმარებით დააყენეს. გაზეთის თანახმად, სააგენტოს შეუძლია ქსელთან მიუერთებელ კომპიუტერებსაც მიწვდეს რადიო ტალღების გამოყენებით. უშიშროების ეროვნული სააგენტო ამ სისტემას - კოდური სახელწოდებით - „კვანტუმი“ - „აქტიური თავდაცვის სისტემას“ უწოდებს. „ნიუ იორკ ტაიმსის“ სტატიის თანახმად, აღნიშნულ ტექნოლოგიას სააგენტო იყენებს ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო ქსელური სისტემების, აგრეთვე მექსიკის პოლიციისა და ნარკო-კარტელების, ევროკავშირის სავაჭრო უწყებების, პაკისტანისა და საუდის არაბეთის მსგავსი ქვეყნების მიმართ.
XS
SM
MD
LG