Accessibility links

logo-print

აშშ შეშფოთებულია ირანსა და რუსეთს შორის ბარტერულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებით


თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთისა და ირანის ბარტერულ შეთანხმებაზე გავრცელებული ცნობების გამო. არსებული ინფორმაციით, მოსკოვი და თეირანი აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომლის წარმატების შემთხვევაში, ირანის ნავთობის საფასურს მოსკოვი რუსული პროდუქციით გადაიხდის. კარნიმ სამშაბათის ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ორშაბათს, პარიზში შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გაუზიარა ვაშინგტონის შეშფოთება. ჯეი კარნის თანახმად, „თუკი ინფორმაცია შეთანხმების შესახებ რეალურია“, ის „შეუსაბამობაში იქნება ექვსეულისა და ირანის შეთანხმებასთან და პოტენციურად ხელს შეუწყობს აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას“. რუსეთსა და ირანს შორის ბარტერულ შეთანხმებაზე ინფორმაცია სააგენტო „როიტერზმა“ 10 იანვარს გაავრცელა. სააგენტოს თანახმად, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა დღეში 500 ათასი ბარელი ირანული ნავთობის რუსეთისთვის მიწოდებაზე.
XS
SM
MD
LG