Accessibility links

logo-print

ერაყში აფეთქებებმა 40-მდე ადამიანი შეიწირა


ერაყში აფეთქებებმა დღეს, სულ ცოტა, 39 ადამიანი შეიწირა. მათ შორის იყო აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ბუჰრიზში, დაკრძალვის ცერემონიისათვის მომზადებულ ადგილას. დაიღუპა, სულ ცოტა 16 ადამიანი. ისინი მისული იყვნენ მთავრობის მომხრე სუნიტი მებრძოლის დასაფლავებაზე. იუწყებიან ასევე, რომ, სულ ცოტა, შვიდი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა ბაღდადში, უმეტესწილად შიიტებით დასახლებულ უბნებში. დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG