Accessibility links

logo-print

„მსოფლიო ბანკის“ პროგნოზით, 2014 წელს ეკონომიკის ზრდა „გაძლიერდება“


„მსოფლიო ბანის“ პროგნოზით, გლობალური ეკონომიკა წელს გაძლიერდება და ეკონომიკის ზრდა განვითარებად ქვეყნებსაც შეეხება. „მსოფლიო ბანკის“ ანგარიშში „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივის“ შესახებ, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი წელს 3,5%-ით გაიზრდება. ანგარიშში გამოთქმულია ასევე ვარაუდი, რომ მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის სტაბილიზაცია 3,4 და 3,5%-ით, 2015 და 2016 წელს. ანგარიშის მიხედვით, განვითარებად ქვეყნებში ტენდენციას ამყარებს „ძლიერი ზრდა“ ჩინეთში და ზრდის დაჩქარება ქვეყნებშიც, რომლებიც დიდი შემოსავლებით გამოირჩევა. შესაბამისად, „მსოფლიო ბანკი“ ხედავს "შემობრუნების" ნიშნებს გლობალური საფინანსო კრიზისიდან ხუთი წლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG