Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის ქალაქ ოშში საპროტესტო აქცია გაიმართა


ყირგიზეთის ქალაქ ოშში გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებენ ოშის მერის არჩევნების შედეგს. ყოფილი მერი, არჩევნებში დამარცხებული მელის მირაკმატოვი აცხადებს, რომ საკრებულოში ჩატარებულმა კენჭისყრამ უხეში დარღვევებით ჩაიარა. საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხერი დაუჭირა მმართველი კოალიციის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას, აიტმამატ კადირბაევს. დამარცხებული მერის მომხრე რამდენიმე ათასი ადამიანი ოშის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა. როგორც იუწყებიან, ისინი აგრესიულად იქცეოდნენ: ქვებს ესროდნენ მერიის დამცველ მილიციელებს, სცადეს შენობაში შეჭრაც. მიტინგი დაიშალა ცივი ამინდის გამო, მაგრამ მირაკმატოვის მომხრეები აცხადებენ, რომ ორ კვირაში განაახლებენ აქციას. მელის მირზაკმატოვს, რომელიც საკუთარ თავის ყირგიზ ნაციონალისტად მოიხსენიებს, 2009 წლიდან ეკავა მერის პოსტი. 2010 წლის „რევოლუციის“ შემდეგ, მან უარი თქვა ახალ ხელისუფლებას დამორჩილებაზე. ის შარშან გადააყენეს მერის თანამდებობიდან.
XS
SM
MD
LG