Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო 22-ე ადგილზეა


ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, მსოფლიოში კვლავინდებურად ჰონ-კონგი ლიდერობს, ხოლო საქართველო 22-ე ადგილზეა. ეს შედეგები აჩვენა ყოველწლიურმა კვლევამ, რომელიც ჩაატარეს ვაშინგტონში დაფუძნებულმა კვლევითმა ცენტრმა „ჰერიტიჯ ფაუნდეიშნმა“ და გაზეთმა „უიოლ სტრიტ ჯორნალმა“. კვლევის საფუძველზე შედგენილი ინდექსით, რუსეთი 140-ე, უკრაინა 155-ე ადგილზეა. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეკონომიკის თავისუფლების კუთხით, უკუსვლა განიცადეს შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა - ახლა ისინი არა "თავისუფალ"", არამედ „უმეტესწილად თავისუფალ“ ქვეყნებს მიეკუთვნებიან. შეერთებული შტატები 12-ე ადგილზეა. სიის ბოლო ადგილები კუბას და ჩრდილოეთ კორეას უკავიათ.
XS
SM
MD
LG