Accessibility links

logo-print

პოლონეთი დააჩქარებს ავღანეთიდან ჯარების გაყვანას


პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ტომაშ შემონიაკის განცხადებით, პოლონელი სამხედროები გეგმაზე ადრე დატოვებენ ავღანეთს. შემონიაკის განმარტებით, პოლონელების რიცხვი მაისისთვის 500-ს კაცამდე შემცირდება. უფრო ადრე პოლონეთი აცხადებდა, რომ 2014 წლის ბოლოს 1000-ს კაცამდე დაიყვანდა თავის კონტინგენტს. ცნობების თანახმად, პოლონეთს 1600-მდე პოლონელი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში.
XS
SM
MD
LG