Accessibility links

logo-print

რუსეთი აცხადებს, რომ ამერიკელ ჟურნალისტს აქვს უფლება, გაასაჩივროს ვიზაზე მიღებული უარი


რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის განცხადებით, ამერიკელ ჟურნალისტ დევიდ სატერს აქვს უფლება, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისთვის რუსეთში შესვლის ხუთი წლით აკრძალვის შესახებ. მიგრაციის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი დემიდენკოს განმარტებით, სატერი ნოემბრის ბოლოს რუსეთში იყო ჩასული ვიზის გარეშე, რითაც მან კანონი დაარღვია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „იმედგაცრუებას“ გამოთქვამს მოსკოვის გადაწყვეტილების გამო. დევიდ სატერი 2013 წლის სექტემბრიდან მუშაობს რუსეთში, ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის კონსულტანტად. დეკემბერში სატერი უკრაინაში ჩავიდა და როცა კიევში რუსეთის ვიზა მოითხოვა, მას უთხრეს, რომ „სასურველი არ არის“ რუსეთში მისი ყოფნა.
XS
SM
MD
LG