Accessibility links

logo-print

პაკისტანში ავტოავარიამ 19 ადამიანი შეიწირა


პაკისტანში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 19 ადამიანი, მათ შორის 17 მოსწავლე. პოლიციის ცნობით, ავარია მოხდა სამხრეთში მდებარე სინდის პროვინციაში, ქალაქ ნავაბშაჰთან. სკოლის ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა. საავადმყოფოში მოათავსეს, სულ ცოტა, 15 დაშავებული. ცუდი გზები, ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანები და დაუდევრობა მანქანის მართვისას ხშირად იწვევს მძიმე ავარიებს პაკისტანში.
XS
SM
MD
LG