Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტი შეხვდა მოკავშირე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს


სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა დამასკში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს შვეიცარიაში მომავალი კვირისთვის დანიშნულ კონფერენციაზე, რომლის მიზანიცაა ბოლოს მოღება სირიაში თითქმის სამი წლის წინ დაწყებული კონფლიქტისათვის. ირანელი მინისტრი დღეს ჩავიდა სირიაში იორდანიიდან. ირანი სირიის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. რუსეთს სურს, ირანმაც მიიღოს მონაწილეობა სირიის საკითხზე მოლაპარაკებაში, რომელსაც „ჟენევა 2“-ს უწოდებენ, მაგრამ აშშ აცხადებს, რომ თეირანს მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარს დაუჭერს დიპლომატების მიერ უფრო ადრე მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, სირიის გარდამავალ მთავრობაში არ იქნებიან პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, ან მისი ახლო მოკავშირეები.
XS
SM
MD
LG