Accessibility links

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში აღარ არსებობს პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე


ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში აღარ არსებობს პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე და საკუთრების უფლება დაცულია ისე, როგორც არასდროს - განაცხადა ბიზნესმენებთან დღევანდელი შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მთავრობას კარგად ესმის, რომ საჭიროა შემდგომი ნაბიჯები იმისათვის, რომ შეიქმნას ხანგრძლივი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების საფუძვლები, განისაზღვროს განვითარების სტრატეგიული და პერსპექტიული მიმართულებები და გათვალისწინებული იყოს საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული რისკები. ამავე შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დაწყებითი ბიზნესის ხელშესაწყობად საქართველოში შეიქმნება მეწარმეობის განვითარების სააგენტო. რაც შეეხება უკვე არსებულ თანაინვესტირების ფონდს, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფონდში მობილიზებულია 6 მილიარდი დოლარი, რაც ეკონომიკის განვითარებისთვის ძლიერი ბიძგი იქნება.
XS
SM
MD
LG