Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ ორი ექსტრემისტი და სამი სამართალდამცველი


დაღესტანში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპნენ, სულ ცოტა, ორი სავარაუდო ექსტრემისტი და უშიშროების ძალების სამი წევრი. ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელები. სპეცოპერაცია დასავლეთ დაღესტანში მდებარე ხასავიურტის რაიონში განხორციელდა. პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში, რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის პრესმდივანმა, დმიტრი პავლოვმა აღნიშნა: „ბლოკირების პროცესში, ბანდიტებმა გააფთრებული წინააღმდეგობა გასწიეს და, ისარგებლეს რა სიბნელით, ალყის გარღვევა სცადეს ავტომატური იარაღისა და ხელყუმბარების გამოყენებით. მხოლოდ სპეცშენაერთების თანამშრომელთა თავგანწირული და ვაჟკაცური ქმედების წყალობით მოხერხდა ამ მცდელობის აღკვეთა“. გამომძიებლებმა დაღესტანში მოკლულ ექსტრემისტებს შორის ამოიცნეს მარატ იდრისოვი, რომელიც ეჭვმიტანილია დეკემბრის ბოლოს ქალაქ პიატიგორსკში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების ორგანიზებაში.
XS
SM
MD
LG