Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებმა შეიწირა სულ ცოტა 46 ადამიანი


ერაყში აფეთქებებმა შეიწირა სულ ცოტა 46 ადამიანი. მათ შორის იყო აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ბუჰრიზში, დაკრძალვის ცერემონიისათვის მომზადებულ ადგილას. დაიღუპა სულ ცოტა 16 ადამიანი. ისინი მისული იყვნენ მთავრობის მომხრე სუნიტი მებრძოლის დასაფლავებაზე. იუწყებიან ასევე, რომ სულ ცოტა შვიდი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა ბაღდადში, უმეტესწილად შიიტებით დასახლებულ უბნებში. დაიღუპა 20-ზე მეტი კაცი. ძალადობის შესახებ ცნობები ვრცელდება ანბარის პროვინციიდანაც: შეტაკებები მიმდინარეობს ქალაქ რამადიში და სოფელ საკლავიაში, რომელიც ქალაქ ფალუჯის მახლობლად მდებარეობს. ცნობების თანახმად, ერაყელმა სამხედროებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს მეამბოხეების პოზიციებზე ფალუჯის აღმოსავლეთით. სამხედროები აცხადებენ, რომ მოკლეს 11 შეიარაღებული პირი. რეგიონში ძალადობა დაიწყო 15 დღის წინ, როცა ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტებმა კონტროლი დაამყარეს ფალუჯასა და რამადის ზოგ რაიონზე.
XS
SM
MD
LG