Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობა" ხუთი კითხვით მიმართავს პრემიერს


"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერს სიმბოლურად ხუთი კითხვით მიმართეს. შეკითხვები ძირითადად ეკონომიკურ ხასიათისაა და მიმიდინარე წლის ბიუჯეტს, ქვეყნის შიდა და საგარეო ვალს ეხება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ირაკლი ღარიბაშვილს ახსენებენ ყოფილი პრემიერის დანაპირებსაც, რომელიც ეხება სოფლის მეურნეობაში მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დაპირება ამ დრომდე არ შესრულებულა. "ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი კითხვა პრემიერ-მინისტრთან და მოვამზადეთ რამდენიმე. ამ კითხვების ნაწილი დავუსვით მას, როდესაც იყო პარლამენტში. ზოგ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ და გადავწყვიტეთ, დავუსვათ ხუთი ჩვენთვის ყველაზე მნიშვენლოვანი შეკითხვა. იმედია, ის პრესკონფერენციაზე შეეცდება, ამ კითხვების ნაწილს მაინც გასცეს პასუხი. კითხვები ძირითადად ეხება მომავალი წლის ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას და ვალებს, რომელსაც ქვეყანა იღებს", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
XS
SM
MD
LG