Accessibility links

logo-print

ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოს ეწვია


საქართველოს ეწვია ვენეციის კომისიის დელეგაცია. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება პარლამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და კომისიის მდივანი ტომას მარკერტი. ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ისევე როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერ ზურაბ აბაშიძეს, უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძე, დეპუტატებს ეკა ბესელიას, ვახტანგ ხმალაძეს, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს, "ახალი მემარჯვენეების" წევრს, ფიქრია ჩიხრაძე. დაგეგმილია შეხვედრები ექსპერტებთანაც, მათ შორის ავთანდილ დემეტრაშვილთან, ჯონი ხეცურიანთან, კახა კახიშვილთან. ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის დელეგაცია ასევე ეწვევა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს, შემდეგ გაემგზავრება მთავრობის კანცელარიაში, სადაც დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. ვიზიტის ბოლოს გაიმართება ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ერთობლივი ბრიფინგი.
XS
SM
MD
LG