Accessibility links

logo-print

ეგვიპტის ახალ კონსტიტუციას ამომრჩევლების 95% მიემხრო


ეგვიპტეში ორდღიანი რეფერნდუმის წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა 95%-მდე მიემხრო ქვეყნის ახალ კონსტიტუციას. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ეგვიპტეში ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით. ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მოსახლეობის აქტივობამ 55% შეადგინა. რეფერენდუმის მეორე დღემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. ხმის მიცემის პირველ დღეს, 14 იანვარს, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა სხვადასხვა სახის ძალადობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ორი დღის განმავლობაში 400-მდე ადამიანია დაკავებული. დაკავებულთა შორის არიან საპროტესტო აქციების მონაწილეები, რომლებსაც ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის მომხრეები აწყობდნენ. ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმო“, რომლის წევრიცაა მუჰამედ მურსი, რეფერენდუმს აპროტესტებდა. წინა კონსტიტუცია ეგვიპტის მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევდა. მიიჩნევდნენ, რომ კონსტიტუცია ისლამისტების ინტერესებს იყო მორგებული. ხოლო კონსტიტუციის ახალ პროექტის მომხრეების აზრით, ის უზრუნველყოფს და დაიცავს მოქალაქეთა თავისუფლებას, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფებისა და ქალთა უფლებებს.
XS
SM
MD
LG