Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სასამართლოში განიხილავენ ლიბანის ყოფილი პრემიერის მკვლელობის საქმეს


ჰააგასთან მდებარე გაეროს სასამართლო შეუდგა ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ჰარირის მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პირის დაუსწრებლად გასამართლებას. ოთხივე მიჩნეულია შიიტების გასამხედროებულ მოძრაობა „ჰიზბოლას“ წევრებად. მათთვის წაყენებულ ბრალდებებს შორის არის შეთქმულება ტერაქტის მოსაწყობად, მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა. ხუთშაბათს დაწყებული პროცესი პირველი შემთხვევაა, როცა საერთაშორისო სასამართლო განიხილავს ტერორიზმში ბრალდებულების საქმეს. ჰარირი 2005 წელს დაიღუპა ბეირუთში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ 22 ადამიანი. ტერაქტის შემდეგ ლიბანში გამწვავდა დაპირისპირება სუნიტებსა და შიიტებს შორის. ამავე ტერაქტს მოჰყვა ლიბანიდან სირიის ჯარების გაყვანა. „ჰიზბოლა“ უარყოფს მომხდართან კავშირს. გაერომ 2007 წელს შექმნა საგანგებო ტრიბუნალი ლიბანისათვის, ჰარირის მკვლელობის გამოსაძიებლად.
XS
SM
MD
LG