Accessibility links

logo-print

ირანმა უარყო პირობა სირიის შესახებ სამშვიდობო კონფერენციაზე დასასწრებად


ირანი არ მიიღებს მონაწილეობას სირიის შესახებ მომავალი კვირისთვის დაგეგმილ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციაში, თუ მას საამისოდ პირობების შესრულება მოუწევს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა განაცხადა ხუთშაბათს მოსკოვში, რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ. ლავროვმა გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს მოუწოდა, ირანი და საუდის არაბეთიც მიიწვიოს 22 იანვრის კონფერენციაზე, რომელსაც „ჟენევა 2“-ს უწოდებენ. მისი აზრით, კონფერენციაში რეგიონის წამყვანი ქვეყნების მონაწილეობა ხელს შეუწყობს პოლიტიკური გამოსავლის პოვნას სირიაში თითქმის სამწლიანი კონფლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ თეირანს კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია, თუ მხარს დაუჭერს დიპლომატების მიერ უფრო ადრე მიღწეულ შეთანხმებას, რომ სირიის გარდამავალ მთავრობაში არ იქნებიან პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, ან მისი ახლო მოკავშირეები. ზარიფი დღესვე ხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
XS
SM
MD
LG