Accessibility links

logo-print

ჟურნალისტ გიორგი ღონღაძეს სიკვდილიდან 14 წლის შემდეგ დაკრძალავენ


უკრაინაში 2000 წელს მოკლული ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის ქვრივი აცხადებს, რომ მის მეუღლეს წელს დაასაფლავებენ, გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ. უკრაინის მედია ავრცელებს მიროსლავა ღონღაძის განცხადებას, რომ მისი მეუღლის ნეშტს წელს მიაბარებენ მიწას. ზუსტი თარიღი არ დასახელებულა. ღონღაძე, რომელიც უკრაინის მმართველ წრეებში კორუფციის შემთხვევებს იძიებდა, 2000 წლის სექტემბერში გაუჩინარდა. მოგვიანებით კიევთან იპოვეს მისი თავმოკვეთილი გვამი. ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდების საფუძველზე, ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა სამ ყოფილ პოლიციელს.
XS
SM
MD
LG