Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის თქმით, ევროპელები არ არიან მიჩვეულნი, რომ მათი დედაქალაქის მერი ბრალდებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონის გაფლანგვაში


ევროპელები არ არიან მიჩვეულნი, რომ მათი დედაქალაქის მერი ბრალდებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონის გაფლანგვაში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა თანამდებობიდან პირდაპირი წესით არჩეული მერის სასამართლოს გადაწყვეტილებით დათხოვნის გამო ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების მიერ გამოთქმული შეშფოთების კომენტირებისას. ღარიბაშვილის თქმით, მონიტორინგის კომიტეტის წევრებს რაიმე მძაფრი შეფასება არ ჰქონიათ, თუმცა ბუნებრივია, რომ ევროპელებს აქვთ შეკითხვები, რასაც მეტი ახსნა-განმარტება სჭირდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლემ და მთავრობის მხრიდან არანაირი ჩარევა არ ყოფილა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ევროსაბჭოს წარმომადგენლებს კვლავ რჩებათ შეკითხვები, მზად არის ამომწურავი პასუხები გასცეს.
XS
SM
MD
LG