Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა გაამარტივა დეპუტატების დაპატიმრების პროცედურა


უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონმდებლების დაკავების, ან დაპატიმრების პროცედურის გამარტივებას. ხუთშაბათს დამტკიცებული ცვლილებების შედეგად, პარლამენტს შეუძლია გადაწყვიტოს, დაკარგავს თუ არა დეპუტატი იმუნიტეტს. აქამდე მოქმედი წესით, საპარლამენტო კომიტეტი უნდა მიმხრობოდა დეპუტატისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევას. პარლამენტარებმა თავიანთი პოზიცია გამოხატეს ხელის აწევით და არა ელექტრონული კენჭისყრით, რადგან ოპოზიციას სამშაბათიდან აქვს დაბლოკილი პარლამენტის პოდიუმი. ოპოზიციურ ფრაქცია „ბატკივშჩინის“ ლიდერმა, არსენი იაცენიუკმა ჟურნალისტებთან საუბარში უკანონო უწოდა პარლამენტის სხდომას, რადგან მის მიზნად მიაჩნია ოპოზიციონერი დეპუტატების სამართლებრივი დევნის შესაძლებლის შექმნა.
XS
SM
MD
LG