Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეულმა უარით უპასუხა ფხენიანის მხრიდან სამხედრო წვრთნის გადადებისკენ მოწოდებას


სამხრეთმა კორეამ უარით უპასუხა ჩრდილოეთი კორეის მოწოდებას აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების გაუქმების შესახებ. სამხრეთი კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თებერვალსა და მარტში სამხედრო მანევრები გეგმის მიხედვით წარიმართება. მანვე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ საქმით უნდა აჩვენოს მშვიდობისაკენ სწრაფვის განზრახვის სერიოზულობა. ხუთშაბათს ფხენიანმა სეულს აშშ-სთან ერთად დაგეგმილი სამხედრო სწავლების გაუქმებისკენ მოუწოდა და აღნიშნულ სამხედრო ღონისძიებას „პროვოკაციული“ სამხედრო თამაშები უწოდა. ჩრდილოეთმა კორეამ სამხრეთ კორეას მოუწოდა აგრეთვე ერთობლივი მოქმედებებისკენ, მათ შორის - ერთმანეთის მიმართ სიტყვიერი თავდასხმებისგან თავშეკავებისკენ, რაც კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შესმსუბუქებისკენ იქნება მიმართული.
XS
SM
MD
LG