Accessibility links

logo-print

რუსეთის სახელმწიფო დუმა იმსჯელებს "ყველას წინააღმდეგ" გრაფის აღდგენაზე


რუსეთის სახელმწიფო დუმა დღეს პირველი მოსმენით განიხილავს საარჩევნო ბიულეტინში „ყველას წინააღმდეგ“ გრაფის აღდგენის შესახებ კანონპროექტს. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში დოკუმენტი ოქტომბერში შეიტანა ფედერაციის საბჭოს წევრთა ჯგუფმა, სპიკერ ვალენტინა მატვიენკოს მეთაურობით. მატვიენკომ ეს ინიციატივა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შეცვლით ახსნა. მატვიენკოს აზრით, აღნიშნული ნორმის აღდგენა არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას გაზრდის. თავდაპირველად განიხილებოდა „ყველას წინააღმდეგ“ გრაფის დაბრუნება ბიულეტინებში ყველა არჩევნებზე, საპრეზიდენტო არჩევნების გარდა. თუმცა, სახელმწიფო დუმის საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტი თვლის, რომ აღნიშნული ნორმა მხოლოდ მუნიციპალურ არჩევნებზე უნდა მოქმედებდეს.
XS
SM
MD
LG