Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში იპოვეს დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი


ბაქოში იპოვეს დიდი რაოდენობით იარაღი, ტყვია-წამალი და ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც ნაგვის რამდენიმე კონტეინერში იდო. ბაქოს პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა პარასკევს მიაგნეს მთელ ამ მასალას მას შემდეგ, რაც მოქალაქისაგან შეიტყვეს, რომ ნაგვის კონტეინერში ასაფეთქებელი მოწყობილობა დაინახა. მოგვიანებით პოლიციამ იქვე, რამდენიმე კონტეინერში იპოვა დიდი რაოდენობით იარაღი, მათ შორის 130-ზე მეტი ხელყუმბარა და 24 კალაშნიკოვის ავტომატი. პოლიციამ გადაკეტა მიმდებარე ტერიტორია, ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები.
XS
SM
MD
LG