Accessibility links

logo-print

სირიის მმართველი რეჟიმი მზადაა ტყვეების გასაცვლელად და ზავის დასადებად


სირია აცხადებს, რომ მზადაა, მეამბოხეებთან გაცვალოს სიები ტყვეების გასაცვლელად. ამის შესახებ პარასკევს გააკეთა განცხადება სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ვალიდ მუალემმა მოსკოვში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ. მუალემის თქმით, მან რუსეთს გააცნო სირიის ქალაქ ალეპოში ზავის გამოცხადების გეგმა. რუსი და სირიელი მინისტრების შეხვედრა წინ უსწრებს სირიის საკითხზე მომავალი კვირის საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკებას. სირიის წამყვანი პოლიტიკური ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები დღეს სტამბულში იკრიბებიან და გადაწყვეტენ, წავლენ თუ არა შვეიცარიაში 22 იანვრისთვის დაგეგმილ კონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG